LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სახელმწიფო ყველა გადასახადს გაანულებს, მომხმარებელი 1 ლარამდე გაიაფებულ საწვავს მიიღებს – ვანო მთვრალაშვილი

298
ipiccy_image

თუ სახელმწიფო ყველა გადასახადს გაანულებს, მომხმარებელი 1 ლარამდე გაიაფებულ საწვავს მიიღებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ისაუბრა.

ვანო მთვრალაშვილს მაგალითად პოლონეთში განხორციელებული რეფორმა მოჰყავს. „მაგალითად, პოლონეთმა გააკეთა ასეთი რეფორმა, ომამდე, 1-ელ თებერვალს, დამატებითი ღირებულების გადასახადი 23%-დან ჩამოიყვანა 7%-მდე. ამან პოლონეთში საწვავის ფასები შეამცირა. თუ სახელმწიფო გაანულებს ყველანაირ გადასახადს, აქციზის გადასახადს, დამატებით ღირებულების გადასახადს, დიდი ალბათობით, ფასი 80 თეთრიდან 1 ლარამდე შემცირდება. ანუ, თუ გაანულებს ყველაფერს, მომხმარებელი ლარით ნაკლებად მიიღებს პროდუქტს, მაგრამ სახელმწიფო მიმდინარე ეტაპზე დაკარგავს ძალიან დიდ შემოსავალს“,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მან არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დიზელის ტიპის საწვავის ფასი ერთ თვეში, თითქმის, 1 ლარით არის გაზრდილი, რეგულარს ტიპის საწვავი სადღაც – 60 თეთრით, ხოლო პრემიუმის ტიპის საწვავი – 65 თეთრით.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები