Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“თუ რუსეთს სურს გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები გადალახოს, ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი ვასაძეს” – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგ ალექსანდრ დუგინს შეხვდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ რუსეთს სურს გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები გადალახოს, ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი ვასაძეს” – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგ ალექსანდრ დუგინს შეხვდა

136
Untitled design

ქართველი ბიზნესმენი და პარტია “ერი – ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე 26 მაისს მოსკოვში კრემლის იდეოლოგსა და “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერს, ალექსანდერ დუგინს შეხვდა.

ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა “მთავარმა არხმა” მოიპოვა და გაავრცელა.

მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა ერთ-ერთ რესტორანში შედგა – ვახშმობის შესახებ ინფორმაცია თავად რესტორანშიც დაუდასტურეს.

გუშინვე, ალექსანდრე დუგინმა საკუთარ Youtube-არხზე მორიგი ვიდეო განათავსა სათაურით – “საქართველო გზაგასაყარზე: ქვეყანა გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციით”.

თავად ვიდეოს აღწერაში კი ვკითხულობთ: 

“26 მაისი თანამედროვე საქართველოს წარმოშობის თარიღად ითვლება. 1918 წელს, ამ დღეს, ის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. თუმცა მალევე დაბრუნდა დიდი რუსეთის ფრთის ქვეშ. ახალ საუკუნეში, როდესაც მან არეულობები, გადატრიალებები, ფერადი რევოლუციები, ომები და ტერიტორიების დაკარგვა გამოიარა, საქართველო, გარკვეულწილად, დასავლეთით იმედგაცრუებულია. გახდება მისი პოლიტიკა ისევ პრორუსული? – ამას “დუგინის დირექტივის” ამ გამოშვებაში გავარკვევთ”.

თავად ვიდეომიმართვაში დუგინი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წლებს აკრიტიკებს, აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯები უფრო რაციონალურია და ლევან ვასაძის ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით,  ლევან ვასაძე ქართველი პატრიოტია და რაღაც მხრივ ქართველი ნაციონალისტიც კი. მისი თქმით, ვასაძე არც პროდასავლელი და არც პრორუსი პოლიტიკოსია და აღნიშნავს, რომ თუ რუსეთს სურს გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები გადალახოს, ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი ვასაძესა და მოძრაობა “ერს”.

შეგახსენებთ, ალექსანდრ დუგინი “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერია. 2008 წლის ომის დროს კი ის რუსეთის ხელისუფლებას თბილისის ოკუპაციასა და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას ურჩევდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=TW6frTW5fb8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები