LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რეალური კვლევა გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს: სარჯელაძე მასალების სავარაუდო გავრცელებაზე

46
მიხეილ სარჯველაძე

თუ რეალური ანალიზი და კვლევა გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით მოსმენის თაობაზე ინტერნეტში გავრცელებულ მასალებს.

“როდესაც ერთ ამბავს გავიგებთ, არ შეიძლება ამას ავტომატურად ისეთი დასკვნა მიებას, რასაც კიდევ სხვა ფაქტორების შესწავლა სჭირდება. ვინ ვის უსმენს, რას უსმენს, რომელია ავთენტური და რომელი არა, ამას შესწავლა სჭირდება.” მიხეილ სარჯველაძე.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეიძლება აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ჩატარდეს, თუ საამისოდ ყველაფერი მომწიფდება, თუმცა დეპუტატის თქმით, ამ წუთას დრამატული სურათის დახატვის საფუძველს ვერ ხედავს.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბევრია მსურველი იმისა, ყოველივე ეს ხელისუფლებისთვის რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად გამოიყენოს.

ფარული ჩანაწერების სავარაუდო გავრცლებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო