LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რამე მოიპარეს, ისევ ლელა ქიტესაშვილის სასარგებლოდ მოიპარავდნენ – თამაზ მეჭიაური

89

„ბიულეტენების დაკარგვის ამბავი მოიკითხოს თავის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიებშითუ რამე მოიპარეს ან დაიტაცეს, ისევ ლელა ქიტესაშვილის სასარგებლოდ მოიპარავდნენ და დაიტაცებდნენ, – ამის შესახებ თიანეთის მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა, კონკურენტის, ლელა ქიტესაშვილის, საპასუხოდ განაცხადა.

მეჭიაურის განცხადებით, თუ არჩევნების ჩატარება განმეორებით უნდათ, ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვოს თავისი მანდატი და თავადაც მზად იქნება, თიანეთში თვითმმართველობის არჩევნების თავიდან ჩატარებაზე თანხმობა განაცხადოს.

თუ უნდათ ხელახალი არჩევნები, ქუცნაშვილმა დატოვოს მაჟორიტარის მანდატი, რომელიც მართლაც თაღლითობით აქვს მოპოვებული და მე კაცურ სიტყვას ვიძლევი, რომ წამოვალ შემხვედრ ნაბიჯზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თიანეთში ჩატარდეს ახლიდან,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლელა ქიტესაშვილი 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები