“თუ რაიმე წინადადება არის, რომელიც ქართულ ოცნებას სურს რომ შემოგვთავაზოს, არსებობს ამის შემოთავაზების ფორმატი ელჩების მეშვეობით და იქ უნდა გააჟღეროს ეს. თუ ამ წინადადებას რაიმე სხვა არხით რომელიმე პარტიას აწვდის, ეს მათი საქმეა და ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.” – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება და პარტია აგრძელებს კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.
“ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ჩვენი მოთხოვნები რა არის, ცნობილია. ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა, ჩვენი მთავარი სამი მოთხოვნაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციაში ვართ ოპოზიციურ პარტიებთანაც და რაც მთავარია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, “ქართულ ოცნებასთან”.
თუ რაიმე წინადადება არის, რომელიც ქართულ ოცნებას სურს რომ შემოგვთავაზოს, არსებობს ფორმატი ამის შემოთავაზების, ელჩების მეშვეობით და იქ უნდა გააჟღეროს.
ის, რომ ეხლა ერთმანეთში ლაპარაკობენ გირჩის რომელიღაც წევრები და ელისაშვილი, ეს მათი საქმეა და სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც საინტერესო ჩვენთვის არ არის.” – ამბობს სერგი კაპანაძე.