რატომ იმატებენ ქალბატონები განსხვავებულად წონაში და რაზე მიუთითებს მატება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო”, ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ისაუბრა:
„თუ ქალბატონი იმატებს მუცლის წინა ნაწილში, ეს მიუთითებს, რომ აქაც სასქესო ჰორმონების ბალანსი არის შეცვლილი. უფრო მეტად ტენდენცია არის მამაკაცური ჰორმონის დონის მატების.
თითქმის იდენტური მდგომარეობაა ქალბატონებში, როდესაც მხარ-ბეჭის, მკლავების მიდამოში ხდება მატება. ასეთ ქალბატონებთან დამახასიათებელია ასევე ზედმეტი თმიანობა, რაც მიუთითებს, რომ აქაც მამაკაცური ჰორმონები გარკვეულწილად მონაწილეობენ და ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებიც იწყებენ ხოლმე ბალანსის ცვალებადობას.
სახის მიდამოში გასუქებას არ ვეძახით, უფრო შეშუპებითი პროცესებია დამახასიათებელი, რომელიც შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით ან ისეთი ჰორმონების დაქვეითებით, რომლებიც უფრო პასუხისმგებელია სითხური ბალანსის რეგულაციაზე ჩვენს ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, როცა პაციენტი შემოდის ვიზიტზე და ვიზუალურად ვუყურებთ (ხშირად ონლაინ კონსულტაციები არ არის სრულად ინფორმაციული, რადგან პაციენტი უნდა დავათვალიეროთ) ასევე ხელით უნდა გავსინჯოთ ცხიმოვანი მასა რა ადგილებშია, სიმაგრე როგორია ამ ცხიმოვანი მასის, რომ მიზანმიმართულად ვიმუშაოთ.
როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილისა და სტრესის გარეშე – შოთა ჯანჯღავას პრაქტიკული რეკომენდაციები
ქალბატონების შემთხვევაში, რომლებიც მამაკაცური ტიპით იწყებენ გასუქებას, მოსალოდნელია პოლიკისტური საკვერცხეები, ხშირად აკნოზური გამონაყარია ზურგის მიდამოში, ასევე სახის მიდამოში, კანის ცხიმიანობაა ცოტათი შეცვლილი და უფრო ცხიმიანია კანი. ასეთი ქალბატონები უფრო ოფლიანობისკენ არიან მიდრეკილი და ასევე აღნიშნავენ ხოლმე, რომ ოფლს ცოტა სპეციფიკური სუნი აქვს. ისინი უმეტეს შემთხვევაში უშვილობისკენ არიან მიდრეკილები, რადგან პოლიკისტური საკვერცხის დროს არ მწიფდება ფოლიკულა.
რაც შეეხება სახის მიდამოში სიმსუქნეს, შეშუპებას, ეს არის უფრო ჰიპოთიროიდული, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე პროცესები, რაც უკვე მთელს მეტაბოლიზმზე აისახება და ამას გარდა გუნება-განწყობილებაზეც. ასეთი პაციენტები უფრო მოდუნებულები არიან, ძილიანობისკენ არიან მიდრეკილნი, ახასიათებთ ნერვული ლაბილობა, უმიზეზოდ შეიძლება იტირონ, შეიძლება ჰქონდეთ დეპრესიული მომენტები“, – აღნიშნა შოთა ჯანჯღავამ.
სხეულის სხვადასხვა ნაწილში წონის მატება, რომელსაც ჰორმონალური დისბალანსი იწვევს🧍♂️🧍♀️ სხეულის სხვადასხვა ნაწილში წონის მატება, რომელსაც ჰორმონალური დისბალანსი იწვევს
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on Monday, October 18, 2021