„თუ პანიკურმა შესყიდვებმა ხელი შეგვიშალა რა თქმა უნდა გარდაუვალი იქნება პროდუქტებზე ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი“ ,- ამის შესახებ “დისტრიბუტორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ის მოსახლეობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„მოსახლეობას მოვუწოდებ ხელოვნურად არ შეუქმნან დისკომფორტი დანარჩნებს მოსახლეობას ვისაც რეალურად სჭირდება პროდუქტი“, – აცხადებს ივა ჭყონია.
„ფორტუნას“ კითხვაზე, რა პერიოდზეა გათვლილი ქვეყანაში არსებული მარაგი? ივა ჭყონია პასუხობს:
„თუ პანიკა დასრულდება, საკმაოდ დიდი ხნის მარაგი გვაქვს, რომელსაც შემდეგი მოწოდებაც ეწევა“, – განმარტავს ჭყონია.
მისი თქმით, არსებობს ალტერნატიული ბაზრები და ამ ეტაპზე ქვეყანას დეფიციტი არ ემუქრება.
„ლოგისტიკური კომპანიები უარს აცხადებენ უკრაინიდან პროდუქტის წამოღებაზე, საფრთხე მაღალია. რუსეთიდან ამ ეტაპისთვის შეფერხება არ არის, ალტერნატიული ბაზრებიდანაც მუშაობენ და პროდუქციის მოწოდების ჯაჭვში პრობლემა არ შეიქმნება“, – განაცხადა “დისტრიბუტორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა.