LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოპოზიციური ძალები საერთო კანდიდატებს წარადგენენ, “ქართული ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს და იძულებული გახდება, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს: დამენია

43
ლაშა დამენია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციური ძალები არჩევნებზე წარადგენენ საერთო შეთანხმებულ კანდიდატებს როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებში, ეს გამარჯვების ფორმულა იქნება.

დამენიას განცხადებით, კოორდინირებული მუშაობით, “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებს და იძულებული გახდება, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს:

“ევროპული საქართველო” 2020 წლიდან დღემდე, ფაქტობრივად აგზავნის გზავნილს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მოახდინონ საერთო კოორდინაცია. ყველანაირი კვლევა აჩვენებს, რომ თუ ოპოზიციური ძალები წარადგენენ საერთო შეთანხმებულ კანდიდატებს, როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებში, ეს გამარჯვების ერთადერთი ფორმულაა, რომლითაც “ქართული ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს და ის იძულებული გახდება, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.” – თქვა დამენიამ.