LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ოპოზიციას ამხელა გავლენა აქვს და მთავრობა ვერავის ვერაფერში არწმუნებს, უფრო ცუდად ყოფილა საქმე” – სერგი კაპანაძე

130
სერგი

ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში 2019 წელს სერიოზული პრობლემები იყო – გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Human rights watch-ის 2020 წლის ანგარიშში ფაქტობრივად, წერია, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისს მშვიდობიანი აქცია დაარბია. ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი მედიაზე ზეწოლის მცდელობები და პოლიციელების დაუსჯელობა.

ამ თემაზე რადიო “ფორტუნას” დღის თემაში “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ ფონზე უმრავლესობის შეფასებები, რომ არასწორი ინფორმაციები საერთაშორისო ორგანიზაციას ოპოზიციამ მიაწოდა, უკვე სასაცილოა.

Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიში - რა გადაუჭრელი პრობლემები აქვს საქართველოს

"შრომის პრაქტიკა ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას".

იმავეს ამბობდნენ ამერიკელი კონგრესმენების, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკაზე. უკვე სასცაილოა, თუ ყველაფერს ოპოზიცია აკეთებს, ამხელა გავლენა აქვს და ვერ არწმუნებს მთავრობა ვერავის ვერაფერში, კიდვე უფრო ცუდად ყოფილა საქმე“, – ამბობს სერგი კაპანაძე.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ჰყავს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის შეფასებებს, სადაც ასევე ოპოზიციას ან მესამე სექტორს ბრალდება მსგავსი ფაქტები.

რადიო „ფორტუნას“ კითხვაზ , ბოლო პერიოდში გაკეთებული ასეთი მწვავე შეფასებები დარჩება შეფასებებად თუ ამას რაიმე კონკრეტული შედეგი მოჰყვება, სერგი კაპანაძე პასუხობს:

გარკვეულწილად თქვენს შეკითხვას გუშინ გაეცა პასუხი, როცა აშშ-მ მოლდოველ მილიარდერს სანქციები დაუწესა. მე ამას არ ვისურვებდი, მაგრამ როცა ასე უსაზღვროდ იწელება, ზამბარა, მერე იევ მათ მოხვდებათ მწარედ. საბოლოოდ ეს ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემაა”, – აცხადებს კაპანაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები