LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოკუპანტები ევაკუაციის პროცესს კვლავ შეაფრეხებენ, ისეთ პასუხს მიიღებენ, თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები: ზელენსკი

217
11

უკრაინის პრეზიდენტი ახალ ვიდეომიმართვაში რუსების მხრიდან მოქალაქეების ევაკუაციის შეფერხებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ რუსი სამხედროები მსგავს ქმედებებს გააგრძელებენ, ჰუმანიტარული დერეფნები თავად დასჭირდებათ.

შეუძლებელია წინასწარ თქვა როდის, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს – ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, რადგან უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას: ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა დღეს 12 ჰუმანიტარული დერეფანი მოაწყვეს:

“ჩვენმა მაღალჩინოსნებმა დღეს 12 ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება მოახერხეს. ტვირთი – პროდუქტებით, წყლითა და მედიკამენტებით უკვე გზაშია.

იზიუმი, ენერგოდარი, ვოლნოვახა, პოლოგი, ბუჩა, გოსტომელი, ბოროდიანკა, ანდრეევკა, მიკუპიჩი, მაკაროვი, კოზოროვიჩი და, რა თქმა უნდა, მარიუპოლი – უკრაინელმა სამხედროებმა უზრუნველყვეს, რომ ჰუმანიტარულ დერეფნებს ემუშავა.

თუ ოკუპანტები კვლავ გააგრძელებენ სროლას და ჩაშლიან ადამიანთა ევაკუაციის პროცესს, საბოლოოდ მსოფლიოსგან ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები”, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: