LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ “ოცნებას” მოუგებ, “ნაციონალურ მოძრაობას” მოიყვან ხელისუფლებაში: ლევან კობერიძე

85
ლევან კობერიძე

“ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, „ქართულ ოცნებას“ ვერასდროს გაუშვებ ხელისუფლებიდან. ანუ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „ოცნებას“ ვერ მოუგებ, ან თუ მოუგებ, მოიყვან „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში. თუ ვინმეს მიაჩნია, ეს ორი მონსტრი ერთ მონსტრს დაიხმარს იმისთვის, რომ მეორეს მოუგოს და მერე თვითონ მოვა ხელისუფლებაში, ძალიან ცდება. არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინმეს დაუთმონ ეს პოზიცია“, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ლევან კობერიძემ,  გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც მისი პარტია “ლელოდან” წამოსვლის მიზეზი ახსნა და თქვა, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც პარტიასთან აზრთა სხვაობა ჰქონდა.

მისი თქმით, ეს შანსი უკვე გაშვებულია და ახლა ჩვენ წარსულზე ვსაუბრობთ. “ეს მაშინ იყო, სიმართლე გითხრათ, ახლა იმ პარლამენტში შესვლა-გამოსვლასაც აზრი არ აქვს,” -აღნიშნა კობერიძემ.

მისივე განცხადებით, გარდა ამ საკითხებისა,  პარტიასთან ბევრ ასეთ თემაზე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. “ეს თემები უფრო მეტად გამოჩნდა, როდესაც პოსტსაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთმანეთს პოზიციას ვუზიარებდით,”- დასძინა მან.

როგორც მან აღნიშნა, სურდა, ოპოზიციურ სპექტრს საარჩევნოდ ხმების გადათვლა მოეთხოვა.

„მე საკითხს ვაყენებდი, მათ შორის პარტიის შიგნითაც, რომ მოდით, ჩვენი ოპოზიციური ერთობა გამოვიყენოთ და სასწრაფოდ მოვითხოვოთ ხმების გადათვლა, ოღონდ საპარლამენტო კომისიის, ან ნებისმიერ სხვა ფორმატში და აქედან დავიწყოთ ეს პოლიტიკური პროცესი – მეთქი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ჩვენს გვერდით იქნებოდნენ, რადგან ჩვენ სამართლებრივ გზას გავყვებოდით“, – განაცხადა კობერიძემ და დაამატა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია ან ნებისმიერი სხვა ფორმატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები