„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ნაცვლად NATO-სი BRICS-ში გაერთიანებაზე გააკეთონ განაცხადი“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ა/ო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დიდხანს დარჩა, ქვეყანამ NATO-ზე ფიქრი უნდა დაივიწყოს.
„სტრატეგიული განაცხადი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ახლა, ამ გართულებული ვითარების ფონზე, რა თქმა უნდა, არის სერიოზული წინააღმდეგობრივი, ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, გამოწვევა გაგზავნილი დასავლელი პარტნიორებისთვის.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ნაცვლად NATO-სი BRICS-ში გაერთიანებაზე გააკეთონ განაცხადი.
„მადლობელი ვარ, რომ გამოვიდა სცენაზე, ასეთ საახალწლო საჩუქარს ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს გააკეთებდა.. ახლა ოპოზიცია უნდა დაჯდეს საჭესთან, მანქანის მართვა დაიწყოს, ხოლო „ქართული ოცნება“ მდევრის როლში იყოს – თინა ხიდაშელი
„წესდებაში განხორციელებული ცვლილებით, ყველა მთავარ გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს.“
ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ამ ერთ წელიწადში იმდენი რამის გაფუჭებას ვერ შეძლებენ, რომ მერე ეს გამოუსწრებადი არ იყოს.
თორემ ასე თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, უნდა დავივიწყოთ საერთოდ ფიქრი, განსაკუთრებით NATO-ზე და იმ ტიპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე, რაზეც ამდენი წლების, ათწლეულების განმავლობაში ქართული პოლიტიკური ელიტა და ქართული საზოგადოება იბრძოდა“. – განაცხადა „TV პირველთან“ საუბრისას თინა ხიდაშელმა.
ინფორმაციისთვის, BRICS ხუთი სახელმწიფოს: რუსეთის; ჩინეთის; ინდოეთის; ბრაზილიიისა და სამხრეთ აფრიკის ალიანსია.
გაერთიანება საკუთარ თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად განიხილავს და შეერთებული შტატების, ასევე, მისი მოკავშირეების მკაფიო მოწინააღმდეგედ მიიჩნევა.
ცნობისთვის, ჩინეთში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.