LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ „მწვანე პასპორტები” კარგად იმუშავებს, რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ

55
249488511-4535837383172552-3409683767041758607-n

თუ „მწვანე პასპორტების” სისტემა წარმატებით იმუშავებს, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნებათ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

ნათია თურნავა თქმით, მისთვის კოვიდ-პასპორტების სიტემის სარესტორნე ბიზნესებზე გავრცელება იმედისმომცემია. „კოვიდ-პასპორტების სისტემის სარესტორნე ბიზნესებზე გავრცელება იმედს მაძლევს, რომ მომავალში, როდესაც დავრწმუნდებით, ახალი სისტემა სწორად მუშაობს, სწორად მიმდინარეობს კონტროლი და არ ხდება მისთვის თავის არიდება, საშუალება გვექნება, რესტორნების სამუშაო საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ”, – აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, 1-ლი დეკემბრიდან, მოქალაქეები სხვადასხვა საჯარო სივრცეში მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას, მათ შორის კვების ობიექტებში. ამჟამად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები