დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს მოსახლეობის 70% კოვიდვაქცინით არ აიცრება, არ არის გამორიცხული ახალი შტამები გაჩნდეს.
ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე იმუნიზაციის პროცესზე საუბრის დროს განაცხადა:
“მესმის, საკმაოდ რთული სამიზნე გვაქვს. ვაპირებთ ისევ სოფელ-სოფელ, კარდაკარ სიარულს, მეტ საინფორმაციო კამპანიას. გრძელდება ფულადი ინიციატივა, მართალია მოიკლო, მაგრამ მაინც მიდის ხალხი.
ყველამ ერთად როგორმე უნდა შევძლოთ, იმიტომ, რომ თუ მსოფლიოს მოსახლეობის 70 % არ აიცრა, საშიშროება არის, რომ ახალი შტამები გაჩნდეს, მათ შორის აგრესიული. ეს არ გამოირიცხება”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ომიკრონი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ პირბადისა და ვაქცინაციის გარდა, სხვა დამცველი საშუალება არ არსებობს.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი იხსნება ან მსუბუქდება.
ვრცლად:
ქორწილების გადახდა ისევ შესაძლებელი ხდება – რომელი სოციალურ ღონისძიებებია დაშვებული პირველი მარტიდან
კვების ობიექტებში სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა მოიხსნა
პირბადის ტარების ვალდებულება კვლავ ძალაშია – როდიდან უნდა ველოდოთ შეზღუდვის მოხსნას
დაწესებულებებს დეზობარიერისა და თერმოსკრინინგის ჩატარების ვალდებულება აღარ ექნებათ
ქვეყანაში შემოსვლის წესები მარტივდება – რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ