წლევანდელ ევროსეზონს ოთხიდან ორი ქართული გუნდი შემორჩა – საჩხერის “ჩიხურა” და ქუთაისის “ტორპედო”.
საჩხერელებმა იერუსალიმის “ბეითარ ტრამპი” მოულოდნელად დაამარცხეს და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდნენ. ხოლო „ტორპედომ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე „შერიფთან“ წააგო და ახალი წესების თანახმად ახლა ევროპალიგაზე თამაში უწევს.
“ტორპედო” ჩემპიონთა ბადეში მოხვდა და ფარერების ჩემპიონ “ვიკინგურს” შეხვდება, “ჩიხურას” კი ისევ ძლიერი მეტოქე ერგო – სლოვენიის ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონს, “მარიბორს” ეთამაშება.
ჩვენები ხუთშაბათს, 26 ივლისს შინ თამაშობენ: “ტორპედო” ქუთაისში, ჩიხურა – თბილისში, “მიხეილ მესხზე”.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში კი წილისყრა გაიმართა და მომდევნო ეტაპის შესაძლო მეტოქეები გაარკვია.
“ტორპედოს” მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, “კუკეში”(ალბანეთი)-“ყარაბაღის”(აზერბაიჯანი) დაპირისპირებაში დამარცხებული იქნება. შეგახსენებთ, ალბანურ გუნდში ირაკლი ძარია თამაშობს და სწორედ მისი გოლით გავიდა „კუკეში“ მეორე ეტაპზე.
“ჩიხურა” კი შოტლანდიური “გლაზგო რეინჯერსისა” და ხორვატულ “ოსიეკს” შორის უკეთესს შეხვდება. მოგეხსენებათ, გლაზგოელთა მწვრთნელად ცოტა ხნის წინ თვით სტივენ ჯერარდი დაინიშნა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენები კიდევ უფრო წინ წავლენ და ვინ იცის იქნებ ერთ დროს გრანდი „რეინჯერსი“ თბილისში ვიხილოთ.