LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მოსახლეობის 90% სწორად მოიხმარს პირბადეს, ვირუსის გავრცელების სიხშირე 70%-ით შემცირდება – ეკა უბერი

302
EKAUBERI2011

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში კორონავირუსის მიმდინარეობის თავისებურებები. ერთის მხრივ, ძალიან მისასალმებელია, რომ ბავშვების 95-98%-ში ვირუსი უსიმპტომოდ, ან მინიმალური სიმპტომატიკით მიმდინარეობს. ეს პირველ რიგში ვლინდება იმ რესპირატორული ნიშნებით, რომლებიც არ განსხვავდება სხვა ვირუსული ინფექციებისგან, ეს გახლავთ ცხვირის გაჭედილობა, ხველა, დაბალი ტემპერატურა, მუცლის ტკვილი, დიარეა, ღებინება. ყველა ეს სიმპტომი გაციებისთვისაც არის დამახასიათებელი, შესაძლოა იყოს კორონავირუსის სიმპტომიც. თავიდან მეცნიერებს ეგონათ, რომ ბავშვები არ ავადდებონდნენ, თუმცა ზოგადად Covid 19-ზე ინფორმაცია დღითიდღე გროვდება. ჩვენ მას 2019 წლის დეკემბრიდან ვიცნობთ და შესაბამისად ინფორმაციას ვერ ვფლობდით, რომ შეგვეფასებინა. მიმღებლობა ინფექციების, რა თქმა უნდა, უფრო დაბალია და ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი არის სპეციფიკური რეცეპტორების არარსებობა. თუმცა, ეს არ უნდა გახდეს მშობლებისთვის გათამამების მიზეზი და ბავშვებთან უსაფრთხოების ზომები ისევე უნდა დავიცვათ, როგორც მოზრდილებში – პირბადე, დისტანცია, ხელების ჰიგიენა და ყველა ის წესი, რომელიც მოქმედებს კოვიდთან მიმართებაში.

რაც შეეხება იმუნიტეტს, ვარაუდია, რომ მყარი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ნაკლები ალბათობით ინფიცირდებიან ან მსუბუქად გადაიტანენ მას. მოზრდილებთნ 80%-ია მსუბუქი მიმდინარეობა ან უსიმპტომო, აქედან 40%  შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ იყოს. ამ 40% -დან შეიძლება გამოიკვეთოს თირკმლის დაზიანება, ამიტომ მსუბუქი მიმდინარეობაც არც ისე უსაფრთხოა. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას სიფრთხილისკენ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ თუ მოსახლეობის 90% სწორად მოიხმარს პირბადეს, ვირუსის გავრცელების სიხშირე 70%-ით შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ 30%-ს როგორმე მოვერევით, ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია.  უამრავი დაავადებაა, რომლის პრევენციაც ჰიგიენის ნორმების დაცვითა და პირბადეებით არ გამოდის. მსოფლიო სხვა პრევენციული ღონისძიებების ძიებაშია, აქვე ველით ვაქცინის შექმნას, თუმცა, ვაქცინაც პანაცია ვერ იქნება. ამას ძალინ დიდი დრო დასჭირდება, რომ კიდევ ერთხელ დამტკიცდეს ვაქცინის უსაფრთხოება და უვნებლობა, განსაკუთრებით რისკის ჯგუფის ადამიანებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები