LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მიხაილოვიჩი წავა…

32

”ზენიტის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და ”პარმას” ექს მწვრთნელი რობერტო დონადონი ”მილანის” ინტერესებში შედიან.

იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, სინიში მიხაილოვიჩის მომავალს განიხილავს, რომელიც ”როსონერის” ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. სერბი სპეციალისტის გადადგომის შემდეგ ”მილანს” ან სპალეტი ან ყოფილი მილანელი დონადონი ჩაუდგება სათავეში.

შეგახსენებთ, ”მილანი” იტალიის ჩემპიონატის შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ 9 ქულის ამარადაა და სატურნირო ცხრილში მეთერთმეტე პოზიციას იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები