LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მაინც აჩვენეს, მთავრობა უნდა გადადგეს – ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება მობილიზებულია

196
BeFunky-collage

ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება. ფილმის პრემიერა ხვალ, 8 ნოემბერსაა დაგეგმილი. როგორც ფალავადიშვილი ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, კინოჩვენების ჩაშლის მშვიდობიან მეთოდებს შორის კინოდარბაზის წინასწარი დაკავება და კინოთეატრების შესასვლელების სხვადასხვა მეთოდით ბლოკირებაა.

“ეს არის ლგბტ პრაიდის პროვოკაცია” – სანდრო ბრეგაძე ქართულ-შვედური ფილმის კინოთეატრებში გაშვებას გააპროტესტებს

ვინც ამ ფილმის სანახავად წავა, მის თვისებებს შეიძენს – სასულიერო პირები ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვებთ”

დავიცვათ შვილები და აღვასრულოთ კანონი - ფალავანდიშვილი ამბობს, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს არ შეუშვებს

,,ჩვენი მძევალი სახელმწიფოა, ექვემდებარება სოდომისტურ მაფიას, კინოთეატრებში თავის შვილების გასარყვნელ სიბინძურეს მწვანე შუქი აუნთო"

„თუ მთავრობამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ამ სიბინძურის გაშვებაში მიიღო მონაწილეობა და ჩაატარებინა უმცირესობას რომ ეძახიან ამ ჰომოსექსუალურ პროპაგანდას, ჩვენ შევეცდებით, რომ რუსთაველისკენ დავიძრათ და აღარ დავიშალოთ, ვიდრე მთავრობა არ გადადგება, რადგან ამათ დევნა უკვე აუტანელი გახდა“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. საქართველოში პროდიუსერებმა ფილმის წინასაოსკარე კამპანიისთვის საკმაოდ მწირი თანხის შეგროვება შეძლეს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერისთვის ემზადება - თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია ქართული პრემიერის წინ ,,ფორტუნასთან” აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს ორჯერ მიმართა დასახმარებლად, როცა შემოქმედებით ჯგუფს საერთაშორისო ფესტივალებზე გასამგზავრებელი თანხა სჭირდებოდა, თუმცა მათ ორივე შემთხვევაში უარი უთხრეს.

ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნაწყვეტი ვრცელდება (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები