LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ხარ კონსტიტუციური ორგანო… არღვევ თუ არა ამ ქმედებით კონსტიტუციის 78-ე მუხლს?” – “დიოს” გენერალური დირექტორი

267
თამაზ დაუშვილი
კომპანია “დიოს” გენერალური დირექტორი, ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლიდან ამონარიდს აქვეყნებს.

“ახლა მაქვს ასეთი კონკრეტული კითხვა: თუ ხარ კონსტიტუციური ორგანო და ევროკავშირისა თუ ევროატლანტიკური ქვეყნების მთავრობების და ამ ქვეყნების სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ამ კანონის მიღებით უცხო ძალის გავლენის აგენტებად დაარეგისტრირებ და ამით გამოიწვევ ამ ქვეყნის მთავრობების აღშფოთებას და პროტესტს, არღვევ თუ არა ამ ქმედებით კონსტიტუციის 78-ე მუხლს?”, – წერს თამაზ დაუშვილი.

 

“გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს, არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს” – ცეზარ ჩოჩელი

“ეს კანონი რუსული სულისკვეთებით განმსჭვალულია… რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს” – თემურ ჭყონია

“ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია, ევროკავშირმა, საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ, დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატი წევრის სტატუსი” – ზურაბ ლალაზაშვილი