LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კედლის მშენებლობა ხარვეზებით ჩატარდა, მერია ხელს არავის დააფარებს

175
57484551_2385316504832283_7776570951252049920_o-1024x498 (1)

თუ წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მშენებლობისას სამუშაოები ხარვეზებით აწარმოეს, მერია ხელს არავის დააფარებს, – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე კედელზე ბზარის გაჩენა საფრთხეს არ წარმოადგენს, რაც შეეხება ჩატარებულ სამუშაოებს, ის 2015 წელს, სტიქიის შემდეგ დაიწყო და სექტემბერში დასრულდა.

„ჩვენ ყოველთვის დაკვირვების რეჟიმში ვართ და დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს. ახლა, ამ წუთში ის საფრთხეს არ წარმოადგენს. კედლის ნაწილზე შესაბამის სამსახურს დაგეგმილი აქვს სამუშაოები. პატარა ხარვეზი იყო. თუმცა, მე ხელს ვერავის დავაფარებ. თუ პრობლემები და ხარვეზებით იყო წარმოებული სამუშაოები, არ მოვერიდებით და ამ ინფორმაციასაც აუცილებლად მოგაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, გუშინ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა გაავრცელა ფოტოები, სადაც დაზიანებული მეწყერის შემაკავებელი ნაგებობა ჩანს. მისი განცხადებით, ნაგებობა კატასტროფულ მდგომარეობაშია.

რა მდგომარეობაშია არსებული ნაგებობა და როგორ შეფასებას აკეთებს სეისმოლოგი? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხს სტატიაში წაიკითხავთ.