LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ გინდა შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი მოგვეციო” – მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

399
მოძალადეეე

“მზად ვარ დამიჭირონ და იმაზეც მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია, მაგრამ მე ეს არ ჩამიდენია” –   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ არაფერი ჩაუდენია. ამასთან, როგორც ის ამბობს, 16 წლის გოგოს ოჯახის ბრალდება, რომ მან მომხდარის დასამალად, საკუთარ 14 წლის ბიჭზე დაქოწინება შესთავაზა, ტყუილია.

40 წლის კაცი ირწმუნება, რომ არასრულწლოვნის ოჯახმა, მშობიარობიდან მეორე დღეს 10 ათასი ლარი მოსთხოვა, უარის შემთხვევაში კი გაუპატიურების დაბრალებით და ჩივილით დაემუქრნენ.

„მეზობლები ვართ, პატარაობიდან მოდიოდა და აქ რჩებოდა. არ მახსოვს, რომელ დღეზე ლაპარაკობს. ჩემმა შვილმა დამირეკა მაგაზე, ცუდად არისო, მეც მაგის ოჯახს გავყევი საავადმყოფოში და იქ მე დამაბრალა. ოჯახმა კი მითხრა, თუ გინდა შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო. მზად ვარ პოლიციაში ვიარო, მზად ვარ დამიჭირონ და იმაზეც მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია. მაგრამ მე ეს არ ჩამიდენია, ამას როგორ გავაკეთებდი, ნათესავები ვართ. მაგის ძმა მე მოვნათლე. იმასაც მაბრალებენ, რომ მე ჩემს 14 წლის ბიჭზე შევთავაზე დაქორწინება გაჩუმების სანაცვლოდ“, – აცხადებს კაცი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.

უწყების ცნობით, ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით. მას შემდეგ, რაც დადგინდება მამის ვინაობა, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები