LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ღონისძიებები აუცილებლად უნდა გაიმართოს, მოქალაქეები მხოლოდ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით უნდა დაიშვებოდნენ: ალექსანდრე გოგინავა

102
კორონა

მნიშვნელოვნად გაუარესებულ ეპიდვითარებაში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ მედიკოსები
ექიმები თვლიან, რომ აუცილებელია საგანგაშო მდგომარეობაზე დროული რეაგირება და რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება.

ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე აცხადებს, რომ ეპიდემიის საგრძნობლად გაუარესებაზე მიუთითებს ყოველდღიურ გარდაცვლილთა რიცხვი, რაც ნამდვილად საგანგაშოა ჩვენი ქვეყნისთვის.

“რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას იმუნიზირებული მოსახლეობა, დაახლოებით 60-65%.” აცხადებს გორდაძე

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ და აღნიშნა, რომ თუ აუცილებელია, რომ სხვადასხვა ღონისძიებები მაინც გაიმართოს, მაშინ მოქალაქეები მასზე მხოლოდ პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხით უნდა დაიშვებოდნენ.