ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გართობის სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლათინოამერიკელების რეიტინგი შეადგინა. სიის სათავეში “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი აღმოჩნდა.
გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელმა 2017 წელს 80 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მეორე ადგილზეა კომიკოსი ლუი სი კეი, რომლის შემოსავალმა 52 მილიონს მიაღწია. მესამეზე გავიდა კოლუმბიელი მსახიობი სოფია ვერგარა 41.5 მილიონით. ხუთეულში ასევე მოხვდნენ – მომღერალი ბრუნო მარსი (39 მილიონი) და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი (38 მილიონი).
მეექვსე პოზიციაზე ასევე ფეხბურთელია – “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი, რომელმაც 2017 წელს 37 მილიონი გამოიმუშავა.