LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ გაასერიოზულებთ ამას, სასაცილოა…” – “ოცნების” დეპუტატის თქმით, ფსიქიატრის საჭიროებაზე საუბრის დროს “იხუმრა”

57
Untitled-design-8-1

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პლენარული სხდომის დროს გაკეთებულ განცხადების თაობაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკითხის გასერიოზულება სასაცილოა, ვინაიდან იხუმრა.

“ოცნების” დეპუტატი: სიტუაცია ისე მიდის პარლამენტში, აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც

“პრობლემა მიიღო იმან თავის თავზე, ვისაც აწუხებდა. როცა სიტუაცია არის არაჯანსაღი, ამ კონკრეტული შემთხვევისთვის ამ ადამიანების ჩარევა, მე ვფიქრობ, ძალიან სწორია… აბსოლუტურად არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია… მე მგონი თქვენ ხუმრობთ… თქვენ თუ ამაზე სერიოზული კითხვა არ გაქვთ, ძალიან კარგია ჩემთვის… ნუ ხუმრობთ, რა სისულელეს ლაპარაკობთ… თქვენ თუ გაასერიოზულებთ ამას, სასაცილოა… უხერხულია ამაზე კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ვიხუმრე”- განაცხადა დეპუტატმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მისი ნათქვამის მოსმენის დროს ფსიქიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების მქონე ადამიანები ხო არ იგრძნობდნენ თავს შეურაცხყოფილად, ზავრადაშვილი ასე პასუხობს:

“რას ლაპარაკობთ, რა საჭიროა ის ადამიანები, ვისაც სჭირდება ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. რა შუაშია ის ადამიანები… არანაირი ჯგუფი არ გამოვიყენე, პროფესია გამოვიყენე… თქვენ პროვოკაციაზე მოდიხართ. მე გამოვიყენე პროფესია და მისი აუცილებლობა. თუ ასე ცდილობთ ჩემს დისკრეტიდატაციას, არ გამოგივათ”- ამბობს ირმა ზავრადაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები