Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება” – კობახიძე რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება” – კობახიძე რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე

168
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შეამსუბუქებდა, რაც მისასალმებელია.

კობახიძე „იმედის“ ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი, რაც შეიძლება გავაკეთოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

[related_news id=”825350″ align=”left”]

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით მოქმედებს და მათთვის გარე შეფასებები მნიშვნელოვანი არ არის.

„ჩვენთვის მთავარი არ არის გარე შეფასებები – ბევრი გვესმის ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მესამე მხრიდან… მთავარია არა შეფასება, არამედ რეალობა. რეალობა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი მიზნით – ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და გატარება. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ ვინ როგორ შეგვაფასებს – იქნება ეს ჩრდილოეთი, დასავლეთი, სამხრეთი თუ აღმოსავლეთი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღდგება.

ამავე თემაზე: „მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი