LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ერთი ადამიანი მაინც გავა არეულობებზე, დააპატიმრეთ, თუ სამი გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, მეოთხედ შუბლში ესროლეთ“ – კადიროვი ჩეჩენ ძალოვნებს

176
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ძალოვნებს მიმართა, არეულობის მონაწილეებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სამი გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, ტყვია შუბლში ესროლონ.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თათბირზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „როსგვარდიის“ წარმომადგენლებს განუცხადა.

„ჩემს ოჯახს რატომ ეხები?“ – კადიროვმა ქსენია სობჩაკს შვილის კრიტიკის გამო დაურეკა

ცნობილმა ბლოგერმა ვიდეოზარის დროს გადაღებული ფოტო საკუთარ Telegram არხზე, საუბრის მოკლე შინაარსთან ერთად გამოაქვეყნა:

„ჩვენთან თუ ერთი ადამიანი მაინც გავა არასანქცირებულ არეულობებზე, დააპატიმრეთ ის ან ჰაერში სამი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეთ,

ამის შემდეგ, თუ ადამიანი კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, მეოთხედ შუბლში ესროლეთ. მეტს აღარ გამოვლენ. ეს ჩემი ბრძანებაა“, – განაცხადა კადიროვმა.

აღნიშნული განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირას მახაჩყალაში თელ-ავივიდან რეგულარული რეისის ჩასვლასთან დაკავშირებით ასობით ადამიანი აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა.

„მზად ვარ შევასრულო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგი იყოს სიკვდილი” – რამზან კადიროვი

არეულობის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დააკავეს 83 ადამიანი. მასობრივი არეულობების შესახებ საქმე აღიძრა. მანამდე კი რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მსგავსი პროვოკაცია ჩეჩნეთში აღკვეთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები