“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მაშტაბიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ დღიური დაინფიცირებულთა რაოდენობა, 800-მდე მიაღწევს, უკონტროლო მატებაზე გვექნება საუბარი”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, თუ აღნიშნული პროგნოზი გამართლდა, უფრო მკაცრი ზომების მიღება გახდება საჭირო.
კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი: საქართველოში 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა
“თუ შემთხვევების უკონტროლო მატება გვექნება, ეს უკვე არის საფუძველი იმისთვის, რომ გამკაცრდეს შემაკავებელი ღონისძიებები. უკონტროლო მატება ჩვენნაირი ქვეყნებისთვის დღეში 800-მდე შემთხვევააა. აქ უკვე საყურადღებოა და მეტად მკაცრი ზომები უნდა იყოს მიღებული. მაგრამ ყველაზე საყურადღებო პრევენცია არის პირადი დაცვის საშუალების გამოყენება. არ გამოგვადგება მიდგომა, თუ მთავრობა დამსჯის, მაშინ გამოვიყენებ პირადი დაცვის საშუალებას“, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიამ ვაქცინასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილია, გლობალური ალიანსი, სადაც ყველა ის ქვეყანა, რომელიც ვაქცინის შექმნაში მონაწილეობს, ვაქცინის არსებობის შემთხვევაში გარკვეული რაოდენობის დოზას მიიღებს. მისივე თქმით, საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და იმისთვის, რომ ქვეყანა გარანტირებულ რიგში იდგეს, პირველადი თანხებიც გადარიცხულია.
“ყველაზე მაქსიმალური, რაც ქვეყანამ აქედან შეიძლება მიიღოს, არის მოსახლეობის 20%-სთვის ვაქცინის დოზა. ჩვენ უკვე ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს და გადავიხდით პირველ თანხას იმისთვის რომ ჩვენი რიგი გარანტირებული იყოს. არ ვიცი რა რიგში ვართ. დაახლოებით 700 ათასი დოზა გვჭირდება. აქ არ არის ერთ მწარმოებელზე საუბარი. როგორც კი რამდენიმე მწარმოებელი გაჩნდება, მათგან მოხდება ვაქცინების მობილიზაცია.” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ამასთან, თამარ გაბუნიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღეისთვის, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა და განათლება, ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ეს პანდემიის პირველ ეტაპზე იყო. მისივე განმარტებით, ახლა კლინიკური გამოცდილება და პანდემიასთან მზადყოფნა უკვე ბევრად მყარი და საფუძვლიანია.