საოფისე სამსახური, რომელიც მთელი დღე ჯდომას საჭიროებს, წელიწადში 90 000 ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერტები აცხადებენ.ისინი ამბობენ, რომ ზრდასრული ადამიანები, რომლებიც დღეში 8 საათის განმავლობაში მაინც სხედან, ყოველდღიურად 1 საათს მაინც უნდა უთმობდნენ ფიზიკურ ვარჯიშს – ეს შეიძლება იყოს სწრაფად სიარული, ან ველოსიპედით სეირნობა. ექსპერტების განმარტებით, ასეთი რეგულარული აქტივობა ნაადრევი სიკვდილის რისკს 60%-ით ამცირებს.
მკვლევარებმა გააანალიზეს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული 16 კვლევა, მათ შორის კვლევები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში ჩატარდა. მონაწილეობა აღნიშნულ პროექტებში 1-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო. დადგინდა, რომ ზრდასრული ადამიანებს, რომლებსაც დღეში 8 საათის მანძილზე უწევდათ ჯდომა სამსახურში, 20 წლის განმავლობაში 59%-ით მეტი ჰქონდათ შანსი გარდაცვალების, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც დღეში მხოლოდ 4 საათი ისხდნენ სამუშაო მაგიდებთან. თუმცა, რისკი მინიმუმამდე შემცირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ოფისში დასაქმებულები დღეში 60 ან 75 წუთს დაუთმობდნენ ფიზიკურ ვარჯიშს.