LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ის “აზოვსტალშია”: მარიუპოლის მერის მრჩეველი

27
Untitled design

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხანა ჯოჯოხეთად გადაიქცა და ოკუპანტები მას განუწყვეტლივ ბომბავენ.

ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა და განაცხადა რომ ბრძოლა გარკვეულ ტერიტორიებზე, ქარხნის მიღმაც გრძელდება:

“თუ ამქვეყნად სადმე ჯოჯოხეთია, ეს არის “აზოვსტალში”, როგორც ეს თქვა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.

ეს არის დაბომბვა და თავდასხმა შესვენების გარეშე. ღამითაც კი, ზოგან ბრძოლა უკვე ქარხნის მიღმაა. მარიუპოლში თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი ჯოჯოხეთად იქცა”, – აღნიშნულია მიმართვაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქარხნის თითქმის ყველა შენობა დაინგრა, ზოგიერთი სახურავი კი მთლიანად ჩამოინგრა, ქარხანაში შავი კვამლია.

“მარიუპოლში რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა სწორედ აზოვსტალის რაიონში უკრაინული შენაერთების ბლოკირებისა და განადგურებისკენ არის მიმართული”, – აცხადებენ შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში