LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დავით გარეჯის საქმეში მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხი არ დამტკიცდება, სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან

57
სსააყყვაარ

თუ დავით გარეჯის საქმეში მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხი არ დამტკიცდება, სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან და ისინი საზოგადოების ნდობას დაკარგავენ. ამის შესახებ, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

მისი ვარაუდით, გამოძიება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მივა.

”გვახსოვს სააკაშვილი ლამის კონცერტზე რა უნდა ჩაეცვა ამა თუ იმ მომღერალს, ასეთ საკითხებში ერეოდა. პრაქტიკულად, გამორიცხულად მიიჩნევს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ ამ ტიპის საქმე მომხდარიყო ისე, რომ გადაწყვეტილება არ მიეღო სახელმწიფოს პირველ პირს, მითუმეტეს, როცა ეს პირი საკმაოდ აქტიური იყო ყველა გადაწვეტილების მიღებაში. ამიტომ, თუკი დანაშაული, ზემდგომ პირებზე გადავა რა თქმა უნდა, სააკაშვილის დონეზე გავა”.

იგი ასევე, ოპოზიციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სასურველია ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. პარტია ”მოქალაქეების” ლიდერის განცხადებაზე კი აღნიშნა, რომ არსებობს ე.წ. ელისაშვილის პოზიცია, ისინი ითხოვდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მათ რიგში მოიაზრებდნენ ილიჩოვა-მელაშვილს, ამიტომ გადაიდგა მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხი.

”ეს ვერსია თუ მართალი აღმოჩნდება, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილში ის კრიტიკას დაიმსახურებს, რადგან საქართველოს ტერიტორიების პრობლემა არ შეიძლება იყოს ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებების საგანი, მითუმეტეს, როცა ეს პოლიტიკური ჯგუფი დიდი მნიშვნელობის მატარებელი ქართულ პოლიტიკაში არ არის.

ჯერჯერობით ორი ვერსიით მიდის ეს საქმე. გააჩნია რა გამოვლინდება საქმის შემდგომ მსვლელობაში, მხოლოდ ამ ერთი ნაბიჯით ორივე ვერსია შეიძლება იგულისხმო, დიდი ნდობა არც პროკურატურის მიმართ არის და არც ილიჩოვა-მელაშვილის განცხადებების მიმართ. ამიტომ ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთება ნაადრევია”. – განაცხადა, რამაზ საყვარელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები