Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თუ დავინახავთ, რომ საფრთხე ექმნება ბავშვების კვებას, “ნილს” ჩავანცვლებთ – ვიცე-მერი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დავინახავთ, რომ საფრთხე ექმნება ბავშვების კვებას, “ნილს” ჩავანცვლებთ – ვიცე-მერი

156
bagikveba

იმ შემთხვევაში, თუ საბავშვო ბაღების კვების ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ნილი” ვალდებულებების შესრულებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, ის სხვა კომპანიით ჩანაცვლდება.

საკითხის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ საფრთხეს ჩვენი მომწოდებელი კომპანიის მხრიდან, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას ბავშვების კვებას, რა თქმა უნდა,  მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები და მოხდება კომპანიის ჩანაცვლება, იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას და ბავშვების სათანადო კვებას,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომპანა “ნილთან” დაკავშირებით უკმაყოფილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოითქვა. გავრცელდა ინფორმაცია თბილისის მე-100 საბავშვო ბაღში, პურში საკანცელარიო დანის პირის აღმოჩენის შესახებაც. მაშინ “ნილის” დირექტორმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ შესაძლოა, მათ წინააღმდეგ დივერსიას ჰქონდეს ადგილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები