LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დაცვის მხარე გირაოს პირობებს შეასრულებს, ბრალდების მხარე სასამართლოსთან იშუამდგომლებს, მელიას პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს: საქმის პროკურორი

60
Untitled design (3)

“თუ დაცვის მხარე შეასრულებს გირაოს პირობებს, ბრალდების მხარე არათუ დაეთანხმება ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას, არამედ თავად იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე, რომ  მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ნიკა მელიას საქმის განხილვა გადაიდო

საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სხდომაზე დაცვის მხარე მოუმზადებელი გამოცხადდა და დააყენა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რაც მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით იყო დასაბუთებული.

გულუაშვილის თქმით, არცერთი სამართლებრივი არგუმენტი მათ არ წარმოუდგენიათ, რაც აფიქრებინებთ, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურების მცდელობას:

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა მომხდარიყო დაცვის მხარის მიერ შესავალი სიტყვის წარდგენა. მიუხედავად ამისა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე გამოცხადდა მოუმზადებელი და დააყენა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რაც დასაბუთებული იყო მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით. არცერთი სამართლებრივი არგუმენტი მათ არ წარმოუდგენიათ, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურების მცდელობას. რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის შეთავაზება არის ძალაში და დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ისარგებლოს ამ შეთავაზებით.

თუ დაცვის მხარე შეასრულებს გირაოს პირობებს ბრალდების მხარე არათუ დაეთანხმება ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას, არამედ თავად იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, არც დაცვის მხარეს და არც სხვა პირს ბრალდებულის სახელით არ მოუმართავს საქართველოს პროკურატურისათვის გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით.” – თქვა პროკურორმა.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. დღეს დაგეგმილ პროცესზე, სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით დაცვის მხარე უნდა წარმდგარიყო. პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 მაისს დაიწყება.

“სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარი თავის მოტყუებაა” – მელიას ადვოკატი პროცესის გადადების მიზეზს განმარტავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები