LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს: ამირან გამყრელიძე

89
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ საზოგადოება 95%-ზე აიყვანს პირბადის ტარების მაჩვენებელს, ყოველთვიურად 50-70 ადამიანის სიცოცხლე დაიზოგება“. აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, დღეს მძიმე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ, 1500-ზე მეტია, ხოლო ხელოვნური ვენტილაცია 400-ზე მეტ პაციენტს ესაჭიროება.

გამყრელიძე საზოგადოებას პირბადის გამოყენებისკენ, დისტანციის დაცვისკენ და დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდებს.

„ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს მთავარი დამცველი საშუალება – პირბადე, რომ ყველამ, 95%-მა მოსახლეობის ატაროს – პირიქით, მოდის ქვევით, რაც ძალიან ცუდია პროგნოზულად. იმიტომ, რომ თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერ აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე.

რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია რთულია და რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა, რომ ყველამ დავიცვათ ეს რეკომენდაციები – პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების  თავის არიდება და აცრა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.