LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ჭკუას ვერ ისწავლის, აუცილებლად წაიყვანს გავრილოვი პოლიტიკურ სანაგვეზე“ – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეზე

153
Untitled design (1)

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი არ გამორიცხავს, საქართველოდან რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, უკრაინის საელჩომ საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია დაიწყოს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „კასიანოვის განცხადება სამარცხვინო და სპეკულაციურია“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეფასებას, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება. მისი თქმით, „თუ ირაკლი კობახიძე რუსეთისთვის მოსაწონი განცხადებების გაკეთებას განაგრძობს, ის აუცილებლად აღმოჩნდება პოლიტიკურ სანაგვეზე“.

“თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება” – კობახიძე რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე

გავრილოვი: აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

„ირაკლი კობახიძე უკვე მოიწონა სერგეი ლავროვმა, ასევე შეაქო და მოიკითხა სერგეი გავრილოვმაც. გავრილოვის კეთილი მოკითხვის გამო, ერთხელ მოუწია კობახიძეს ლამის პოლიტიკიდან წასვლა, თუ ჭკუას ვერ ისწავლის, აუცილებლად წაიყვანს გავრილოვი მას პოლიტიკურ სანაგვეზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები