62 წლის მსახიობი, შერონ სტოუნი „ვოგის“ გარეკანზე მოხვდა, ჟურნალს ინტერვიუც მისცა და წარსული გაიხსენა.
„ერთხელ მელ გიბსონმა ჩემთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, თქვა, რომ მისთვის ზედმეტად დიდი ვიყავი, არადა ჩემსა და მას შორის სულ რაღაც სამი წელია სხვაობა. ასევე, როდესაც სამოდელო კარიერას ვიწყებდი, მეუბნებოდნენ, რომ ზედმეტად მამაკაცური ვიყავი“.
ჰოლივუდელ ვარსკვლავს პირად ცხოვრებაზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მსახიობმა განაცხადა, რომ ის მარტოა. „თუ ჩემს ასაკში მარტო ხარ, ესე იგი ამის სერიოზული მიზეზი არსებობს“, – აცხადებს 62 წლის მსახიობი