ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე შეკრებილი აქტივისტები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
ადმინისტრაციასთან გადანაცვლებისკენ შეკრებილ საზოგადოებას ნიკა მელიამ მოუწოდა.
„ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველა დავრჩეთ, ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის. მეტიც, ვინც გვიყურებთ, ხვალ დილიდან შემოგვიერთდით, პარალელურად კანცელარიის შენობასთან დიდი, მძლავრი აქცია გაგრძელდება. თუ ბატონი ღარიბაშვილი შიგნითაა, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა”, – აღნიშნა მელიამ.