LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნოლები – კალაძე ჟურნალისტებს

118
კალაძე

დედაქალაქის მერმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერია ახალ ადმინისტრაციულ შენობას აშენებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ოპოზიციის თქმით, მერიაში “ქართული ოცნების” აქტივისტებს ასაქმებენ და ამიტომ გახდა ახალი შენობის ასენება საჭირო, თბილისის მერმა ის სიცრუეში დაადანაშაულა.

“ეს არის დიდი ტყუილი და სიცრუე, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ მუნიციპალიტეტის და ჩემ წინააღმდეგ. არასდროს არ შეგრჩებათ სიცრუე, არასდროს არ შეგრჩებათ ის, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მიაწოდოთ ცრუ და ტყუილი ინფორმაცია, მერე გიკვირთ, რატომ ხართ ნოლები”  – მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.

“გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მსიამოვნებს თქვენი არსებული მდგომარეობა. თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნოლები. ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მარტივი, განვითარება, აღმშენებლობა, საქმის კეთება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება.” – თქვა კალაძემ

ენმ-ს საკრებულოს დეპუტატის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენება გადაწყვიტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გამოყო.

ეს ინფორმაცია მოგვიანებით უარყო თბილისის მერიამ. მათი განცხადებით, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება.

“აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს. ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე”, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები