LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ არ გაათავისუფლებენ მამალაძეს, უკიდურესი ზომები იქნება მისაღები – მეუფე პეტრე აქციების გამართვას არ გამორიცხავს

115
გიორგი მამალაძე მეუფე პეტრე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დაეკისრა.

ევროსასამართლოს მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე „ტვ პირველთან“ აფასებს და საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლებამ ტყვეობაში მყოფი სასულიერო პირი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს.

მეუფე პეტრე ცაავა იმაშიც დარწმუნებულია, რომ თუ საზოგადოების ზეწოლა არ იქნება, „ქართული ოცნება“ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„თეთრი შავზე ჩანს, რომ გიორგი მამალაძემ ეს პროცესი მოიგო. ფაქტობრივად, სამართლიანმა სასამართლომ მისი მხარე დაიჭირა. საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა 2017 წლიდანვე იცოდა, რომ ე.წ. ციანიდის საქმე შეკერილი იყო.

აღიარებს ევროპული სასამართლო, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ულტიმატუმი უნდა წაუყენოს საზოგადოებამ, მეც მიმაჩნია, რომ ამაში მეც უნდა მივიღო მონაწილეობა, რომ რაღაც გონივრულ ვადაში თუ მამალაძეს არ გაათავისუფლებენ, რაღაც უკიდურესი ზომებია მისაღები, ეს იქნება პერმანენტული აქციების სახით საპატრიარქოსთან თუ მთავრობის ადმინისტრაციასთან, “ქართული ოცნების” ოფისთან თუ ასე შემდეგ“ –  ამბობს „ტვ პირველთან“ პეტრე ცაავა.

საუკუნის პროცესი – „ციანიდის საქმე“ მოვიგე…ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია: გიორგი მამალაძის ადვოკატი

დარღვევები პროცედურულია… გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე – დადასტურდა, რომ ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია: იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

მეუფე იაკობი: დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ გამოუშვან, კარგი იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები