რუსი ტურისტები ალკოჰოლის გარეშე ვერ ისვენებენ. ტურისტულმა პორტალმა „Turizm”-მა ჩაატარა ძალიან საინტერესო გამოკითხვა და დაადგინა, რომ მოგზაურთა უმრავლესობას ინტერნეტის გარეშე დასვენება არ უნდა. რაც შეეხება სპირტიან სასმელებს – შვებულება მათ გარეშე საერთოდ წარმოუდგენლია.
გარდა ამისა, საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 12%-ს აუცილებელად სჭირდება – ფენი, 8%-ს – ავტომობილი, 6%-ს კი – უთო.
ტურისტთა 30%-მა კი აღიარა, რომ დასვენების დროს სინამდვილეში არაფერიც არ სჭირდებათ და ამიტომ რაც შეიძლება მცირე ბარგით მოგზაურობენ.
აღსანიშნავია, რომ კვლევა 25 ივლისიდან 14 აგვისტომდე მიმდინარეობდა და ექსპერტები გამოკითხულთა ზუსტ რაოდენობას არ აზუსტებენ.