Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თუ აცრა შემთხვევით მოხდება, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას – ხათუნა ზახაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ აცრა შემთხვევით მოხდება, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას – ხათუნა ზახაშვილი

114
BeFunky-collage (5)

რამდენად არის რეკომენდირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა – ამ კითხვის პასუხად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ორსულ ქალებში კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციასთან დაკავშირებით ჯერ კვლევები არ არის ჩატარებული,  შესაბამისად, ორსულების აცრის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს.

„ცდებია ჩატარებული ცხოველებზე, რომელიც აჩვენებს, რომ რაიმე ტერატოგენური ეფექტი არცერთ საცდელ ვაქცინას არ გამოუვლენია, რისკებს ცხოველთა პოპულაციაში არ მოიცავს, თუმცა, ადამიანებში ასეთი ცდები ჩატარებული არ არის, შესაბამისად, ორსულების აცრის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს.

თუ შემთხვევით მოხდება აცრა, როდესაც ჯერ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას და ორსულობა უნდა გაგრძელდეს“, – აცხადებს ზახაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები