ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ, 11 მაისს, დილიდან მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება.
როგორც “ფორტუნას” უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, 35-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია.
“კომპანიების მოწვევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული თავად სტუდენტების მიერ დაფიქსირებული ინტერესი,”- განაცხადეს თსუ-ში.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ:
საჯარო სფერო: იუსტიციის სახლი, ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი სსიპ-ებით;
საბანკო-საფინანსო სფერო: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“;
სადაზღვევო სფერო: ალდაგი, ირაო, იმედი L, ჯი პი აი ჰოლდინგი, პსპ ჯგუფი, აი სი ჯგუფი; კვლევითი /
საკონსულტაციო / აუდიტის კომპანიები: ACT, BDO, KPMG Georgia;
მრეწველობა / წარმოება / დისტრიბუცია / მომსახურება: ვისოლ ჯგუფი, ჰაიდელბერგ ცემენტი, ნიკორა, ნუტრიმაქსი, თეგეტა მოტორსი, სილქნეტი და სხვა;
სამედიცინო სფერო: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი), სამედიცინო ცენტრი „ციტო“, „ბაქტერიოფაგი“, პსპ ჯგუფი, სამედიცინო კორპორაცია ევექსი და სხვა;
სასტუმროები: Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და სხვა.
დასწრება შეუძლია ყველა მსურველს (სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულსაც).