LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ს რექტორი გიორგი შერვაშიძე გახდა

351

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს – აკადემიურმა საბჭომ რექტორად გიორგი შერვაშიძე აირჩია, მან 21  ხმა მიიღო.

რაც შეეხება კიდევ ორ კანდიდატს, გიორგი ბარამიძეს აკადემიური საბჭოს 6-მა წევრმა, ხოლო – ცირა ბარამიძეს 5-მა წევრმა მისცა ხმა. 4 ბიულეტები ბათილად ცნეს.

გიორგი შერვაშიძეს რექტორად აკადემიური საბჭო ოფიციალურად დღის ბოლომდე დაამტკიცებს და ის უფლებამოვალეობის შესრულებას დღეს საღამოსვე დაიწყებს.

თსუ-ს რექტორის არჩევნებმა მშვით ვითარებაში ჩაიარა.

რაც შეეხება გიორგი შერვაშიძის გეგმებს, მისი თქმით, მთავარი მიზანი მეცნიერების განვითარება და სწავლისთვის სუკეთესო პირობების შექმნა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები