LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს იწყება  – არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება

40
თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 11 ოქტომბრის 10.00 საათზე და გაგრძელდება 13 ოქტომბრის 18.00 საათამდე მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114. სარეგისტრაციო განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე:  [email protected].

კანდიდატების განაცხადების განხილვის შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

კანდიდატმა სხვა საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა.

თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს

შეგახსენებთ, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.

გიორგი შარვაშიძე თსუ რექტორის მოვალეობას 15 ოქტომბრამდე შეასრულებს. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით – 2020 წელს აირჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები