დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნები გაიმართება. როგორც თსუ-ს კანცლერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ალექსანდრე ჩხიტაურმა განაცხადა, კანონმდებლობის შესაბამისად, აკადემიური საბჭოს რიცხოვნობა გაიზარდა, რომელი ორგანოც პირველ რიგში შეარჩევს კანცლერობის კანდიდატს.
“8 ივლისს იმართება აკადემიური საბჭოს წევრების არჩევნები. დღეისათვის აკადემიურ საბჭოში არის 14 წევრი, ამას ემატება შემოერთებული ინსტიტუტებიდან 16 წევრი, უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან დამატებით თითო წევრი, ანუ 7 წევრი”, – განაცხადა ალექსანდრე ჩხიტაურმა.
მისი თქმით, კანონი განსაზღვრავს იმასაც, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს, სენატის რიცხოვნობაც აკადემიური საბჭოს რიცხოვნობის გაზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს ან უნდა გაორმაგდეს.
ალექსანდრე ჩხუტაურის ინფორმაციით, სენატის არჩევნებში მონაწილეთა მიერ საბუთების შეტანის პროცედურა და დაწყებულია. კანცლერობის კანდიდატი იმედს გამოთქვამს, რომ სენატის არჩევნებიც ამ თვეში მოესწრება და ეს ორი ორგანო, აკადემიური საბჭო და სენატი თვის ბოლომდე უკვე დაკომპლექტებული იქნება, რომელმაც უნდა შეარჩიოს უკვე შემდგომში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანუ კანცლერის კანდიდატურა.
ჩხიტაურის თქმით, აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატს, ხოლო სენატი ამტკიცებს.