”ევერტონის” ფანი ლივერპულიდან ლონდონში ”უემბლის” სტადიონამდე ფეხით ჩავა და თან მხოლოდ საცურაო კოსტუმით ივლის. ამას მიკი საქველმოქმედო მიზნებისთვის ფულის შესაგროვებლად აკეთებს და 50 ათასი ფუნტის მოგროვებასაც ვარაუდობს.
ეს გულშემატკივარი უკვე ისედაც ცნობილია, რადგან ”ევერტონის” მატჩებს სწორედაც რომ მხოლოდ ტრუსებში გამოწყობილი ესწრება.
50 წლის მამაკაცი გზაში 11 დღეს გაატარებს და 350 კილომეტრს გაივლის. ВВС-ის ინფორმაციით, მიკიმ 30 ათასი ფუნტი უკვე შეაგროვა.
”გიჟი ვარ რა. დასაძინებლად ოტელებში შევალ, თან ძალიან ცოტა რამ მიმაქვს ხოლმე”, – თქვა უჩვეულო ქომაგმა.
ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩი ”ევერტონის” მონაწილეობით 23 აპრილს ”უემბლიზე” შედგება.
მერსისაიდელების მეტოქე ”მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება.