LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ტრიბუნაზე მამამ მომიყვანა: ბორუსიას გრადიოზული ბანერი თაობათა ცვლის შესახებ (ფოტო)

103
2554687-52992450-2560-1440

დორტმუნდის “ბორუსიას” ფანებმა ტოპ პერფომანსი გააკეთეს ბუნდესლიგის 27-ე ტურის მატჩზე “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ.

“სიგნალ იდუნა პარკის” გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე ბანერი გაშალეს, რომელზეც მამა იყო გამოსახული, მანცფეხბურთზე პატარა შვილი წაიყვანა. “მე ტრიბუნაზე მამამ მომიყვანა. ისევე, როგორ ოდესღაც ის მიიყვანა მამამისმა”, – ნათქვამია სიგრძეში გადაჭიმულ ბანერზე.

“ბორუსიამ” “ვოლფსბურგს” 2:0 მოუგო და რადგან “ბაიერნმა” ქულები დაკარგა, ცხრილის სათავეში დაბრუნდა.

ორივე გოლი პაკო ალკასერმა გაიტანა, ორივე მსაჯის მიერ წამატებულ დროში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები