LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრევის შადრევანთან ტურისტების რაოდენობის შეზღუდვა სურთ

115
thumb_1024x663_trevi-2018-11zon

რომში სურთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობის ვიზიტორთა რაოდენობა შეზღუდონ, საუბარი – ტრევის შადრევანზეა. ინიციატივას იტალიის კულტურის სამინისტრო საქალაქო საბჭოს თხოვნით განიხილავს.

უჩვეულო თხოვნის მიზეზი კი კულტურის ძეგლის მიმართ უპატივცემულო ქცევის მოხშირება გახდა. ბოლო ინციდენტი, რომელმაც ადგილობრივთა უკმაყოფილება გამოიწვია, 27 ივლისს დაფიქსირდა. ტურისტმა ტრევის შადრევანში იბანავა, მანამდე ერთ-ერთ ქანდაკებაზე აძვრა და წყალში იქიდან გადახტა. ეს ტურისტი მოგვიანებით დააჯარიმეს, თუმცა რომაელები ფიქრობენ რომ მომავალში მსგავსი შემთხვევების განმეორების ალბათობა მაინც ძალიან მაღალია.

ამიტომ კულტურის სამინისტრო შეიმუშავებს მექანიზმს, რომელიც შადრევანთან ვიზიტორთა რაოდენობას შეამცირებს, ეს შეიძლება იყოს ვიზიტისთვის საფასურის დაწესება, ტურნიკეტების დამონტაჟება და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები