სულ მალე „ნეტფლიქსის“ ახალ სერიალს ,,შორს” (Away) ვიხილავთ. ეს გახლავთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ტელეშოუ, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი, ჰილარი სოუნკი შეასრულებს. სერიალის სიუჟეტი მარსისკენ მიმავალი კოსმოსური ექსპედიციის მონაწილე ასტრონავტების პირადი, დრამატული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.
სცენარის ავტორები ენდრიუ ჰინდრეიკი და ჯესიკა გოლდბერგი არიან. სერიალის პრემიერას 4 სექტემბერს ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ პირველ სეზონში სულ 10 სერია იქნება წარმოდგენილი.