LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრეილერი: 84 წლის ვუდი ალენი ახალი ფილმით ბრუნდება

157
page

84 წლის ლეგენდარული რეჟისორი, ვუდი ალენი ახალი ფილმით ბრუნდება. Rifkin’s Festival – ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრემიერაც 18 სექტემბერს ესპანეთში, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე შედგება. აღსანიშნავია, რომ ფილმის სიუჟეტი სწორედ  სან-სებასტიანის კინოფესტივალზე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, მისი გადაღებებიც სან-სებასტიანში მიმდინარეობდა.

ფილმი ამერიკელი წყვილის შესახებაა, რომელიც კინოფესტივალზე ჩადის. ცოლს ცნობილი ფრანგი რეჟისორი უყვარდება, ქმარს კი ადგილობრივი ახალგაზრდა ქალი. ცნობისთვის, ფილმში მთავარ  როლებს ჯინა გერშონიულეს შონი, ლუი გარელი და კრისტოფ ვალცი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები