LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრავმირებულმა დედამ უარი თქვა ტკივილგამაყუჩებლებზე, შვილი რომ ძუძუთი გამოეკვება

95

ახალ ზელანდიელი დენი ბეტი ორი თვის შვილთან, ინდისთან ერთად მანქანით ქალაქ ქრაისთჩერჩის გარეუბანში მიდიოდა, როდესაც ავტომობილი წყობიდან გამოვიდა და დედა-შვილი რკინის ღობეს შეასკდა.

დედამ სხეულის დაზიანებები მიიღო, სასწრაფო დახმარების ექიმებმა მას კისერი დაუფიქსირეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ძლიერი ტკივილის მიუხედავად, დენი ბეტმა საკუთარი შვილის გამო ტკივილგამაყუჩებლების მიღებაზე უარი თქვა.

„მხოლოდ ერთი რამის თქმა შემეძლო, როდესაც მაშველები მოვიდნენ : „გადმოიყვანეთ ბავშვი, ის მანქანაშია, გადმოიყვანეთ ბავშვი.“ შოკში ვიყავი“ – ამბობს ბეტი.

ყველასთვის გასაოცრად, ინდის შეჯახების დროს ეძინა და მხოლოდ მაშინ გაიღვიძა, როდესაც გამვლელები მათ დასახმარებლად მივიდნენ.

დენი ბეტმა სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაყვანისას კისრისა და წელის არეში გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო, თუმცა ტკივილგამაყუჩებლების მიღებაზე უარი თქვა მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივად გამოეკვება ინდი.

ექთნებმა მას შესთავაზეს, რომ ბავშვს ხელოვნურ საკვებს ბოთლით მისცემდნენ, მაგრამ ბეტმა უარი თქვა და ამჯობინა, ატირებული და შეშინებული ბავშვი გულზე დაეწვინა და ძუძუთი გამოეკვება.

„მე მინდოდა, ძალიან მინდოდა მასთან ყოფნა, მისი დამშვიდება. მძიმე დღის შემდეგ ინდისთვის საჭმლის ბოთლით მიცემა არ იქნებოდა სწორი, ძუძუთი კვება მისთვის საუკეთესოა და მე ამისი გაკეთება შემეძლო,“ – ამბობს ბეტი.

მომენტი, როდესაც დენის შვილი მკერდზე ჰყავს მიკრული და აჭმევს, ექთნებმა გადაიღეს და „ფეისბუქზე“ გააზიარეს.

დენი ბეტი იმედოვნებს, რომ ფოტო სხვა დედებსაც მისცეს სტიმულს, ბავშვი ყველა გარემოების მიუხედავად ძუძუთი კვებონ.

ამჟამად დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

34C35FAF00000578-0-image-a-16_1464574192835

34C371B800000578-0-image-a-17_1464574204722